28 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
საპროტესტო აქცია გორში - მოსახლეობა მიწის კერძო ინვესტორზე გასხვისებას აპროტესტებს

მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში. ადგილობრივებმა, ამჯერად, აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ სადაო მიწის ფართობზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 5 გმირი ჯარისკაცის ბანერზე ნაბეჭდი ფოტოები და საქართველოს დროშა აღმართეს.

სოფელ ზეღდულეთში მდებარე მიწის, 75 ჰექტარი დღეიდან სოფლის გადაწყვეტილებით იწოდება როგორც " 2008 წლის საქართველო რუსეთის ომის გმირების მამული".

შეგახსენებთ, სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა მიწის კერძო ინვესტორზე გასხვისებას ფაქტს, უკვე წლებია, აპროტესტებს და ფართობის უკან სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს.

დღის ამბები