მექსიკაში ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ჟურნალისტი მოკლეს. შემთხვევა ქალაქ ტიხუანაში მოხდა. ლურდეს მალდონადო ლოპესი საკუთარ სახლთან მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
რეპორტიორი ჟურნალისტების შრომითი უფლებების საკითხზე პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ღიად, წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა.