28 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს - The New York Times

The New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაზრდილი საფრთხიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, ასევე სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს. გაზეთი ინფორმაციას აშშ-ს ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

The New York Times-ი წერს, რომ პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენს, აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპაში გადასროლის რამდენიმე გეგმა წარუდგინეს. 

​ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1 000-დან 5 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ეს რიცხვი შეიძლება გაათმაგდეს. ჯო ბაიდენი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებს.

დღის ამბები