28 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ნინო ლომჯარია სტრასბურგში გაემგზავრა - სახალხო დამცველი ევროსაბჭოში მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება  

ნინო ლომჯარია სტრასბურგში გაემგზავრა. სახალხო დამცველი ევროსაბჭოში მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ომბუდსმენმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, ეს იქნება ოფიციალური შეხვედრები და ის დაინტერესებულ პირებს საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას გააცნობს.

მისივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდება 5 ივლისის მოვლენებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.

"მივემგზავრები სტრასბურგში, შეხვედრები გაიმართება მაღალი დონის, მათ შორის ვგეგმავ, რომ შევხვდე სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტს. ალბათ ინტერესი იქნება საქართველოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების თაობაზეც და მივაწვდი მათ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა გამოძიების მიმართულებით.

იყო რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც გამოხატული ინტერესი. ვიზიტის მიზანია სტრასბურგის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მივაწოდოთ მათ განახლებული ინფორმაცია,“ - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

 

დღის ამბები