28 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ინფიცირებულთა ანტირეკორდული მაჩვენებლები და გადატვირთული კლინიკები - ეპიდემიოლოგები გაზაფხულზე ვირუსის ახალ შტამებს ელოდებიან

კოვიდინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, კლინიკები გადატვირთულია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ამბობენ, რომ ადგილები არ არის არც რეანიმაციაში, არც პალატებში. რეანიმაციაში 25 ბავშვი იმყოფება, მათგან სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც. კლინიკის დირექტორი კოვიდინფიცირების შემთხვევათა კიდევ უფრო მატებას ელოდება. დევი ტაბიძე არც იმას გამორიცხავს, რომ გაზაფხულზე კორონავირუსის კიდევ ახალი შტამები გამოჩნდეს.

შემთხვევათა მატებას ელოდება თენგიზ ცერცვაძეც, თუმცა მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის. პარალელურად კი, ის მოსახლეობას მოუწოდებს, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი და ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში.

დღეს საქართველოში "კოვიდ 19-ის" 9 696 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციას ბოლო 24 საათში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები