28 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
კვიპროსში 2 ქართველი სასტიკად სცემეს

კვიპროსის ქალაქ პაფოსში მცხოვრები ქართველები სასტიკად სცემეს - ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Phileleftheros-ი წერს.

გამოცემის ცნობით, უცნობი პირების თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ქართველი საავადმყოფოში მოხვდა. 

დაზარალებულებმა, 36 და 47 წლის ქართველებმა პოლიციას მიმართეს. მათი საჩივრის მიხედვით ირკვევა, რომ პაფოსის სანაპიროზე ყოფნისას, მათ თავს უცნობი პირები დაესხნენ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სცემეს. 

დაზარალებულებმა ადგილობრივ ჰოსპიტალს მიმართეს. მათ სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდათ. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, დაზარალებულები კლინიკიდან გაწერეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები