28 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება - დევი ტაბიძე ფიქრობს, რომ "ომიკრონი" პანდემიას ვერ დაასრულებს

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე გაზაფხულზე კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამის გამოჩენაზე საუბრობს.

როგორც ექსპერტი აცხადებს, "ომიკრონი" პანდემიას ვერ დაამარცხებს და ამას ბევრად მეტი დრო დასჭირდება. 

"ის, რომ "ომიკრონი" დაასრულებს "კოვიდ 19-ს", ამაზე საუბარიც კი არ მინდა, რადგან ასე არ იქნება. სულ ცოტა ხანში, გაზაფხულზე გამოჩნდება კიდევ ერთი ახალი შტამი და იმედი გვაქვს, რომ ის კიდევ უფრო სუსტი იქნება. 

სხვა ვირუსებს ემატება ომიკრონი, სხვა სეზონური ვირუსებიც, ამ ყველაფრის ენდემურ სიტუაციაში გადატანა კი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და დრო დასჭირდება," - აცხადებს დევი ტაბიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები