უკრაინა დასავლეთისგან მკაფიო მხარდაჭერას ითხოვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი აგრესიას მხოლოდ მაშინ დაასრულებს, თუ დასავლეთი მოსკოვს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და არასდროს დაგიბრუნდებათ".
მოლოდინი, რომ რუსეთი ნამდვილად აპირებს უკრაინაში შეჭრას, ყოველდღიურად იზრდება. უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს მოსახლეობას არ აყვნენ პანიკას, თუმცა მოქალაქეებში შიშის განცდა მაინც მაღალია.
"რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, ის აღარასდროს დაბრუნდება თქვენთან", ისევე როგორც ეს მოხდა ცენტრალური ევროპის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან," - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.