ორმა მამაკაცმა გარდაცვლილი კაცის გვამი ფოსტაში მისი პენსიის ასაღებად შეიტანა.
მომუშავე პერსონალის მოსატყუებლად, რათა მათ კაცი ცოცხალი ჰგონებოდათ, ბრალდებულებმა ცხედარი დახლთან ააყუდეს.
შემთხვევა ირლანდიის ქალაქ კარლოუში მოხდა. როგორც ირკვევა, 66 წლის პიდარ დოილი შემთხვევის დროს უკვე 2 დღის გარდაცვლილი იყო.
ეჭვმიტანილები ამტკიცებენ, რომ როდესაც დოილი ფოსტის შენობაში შეიყვანეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო გულის შეტევა მას მოგვიანებით დაემართა.
The sun-ის წყაროს ინფორმაციით, ორმა 40 წლამდე მამაკაცმა ცხედარს სახეზე ჯემპრი გადაახვია, თავზე ქუდი დააფარა და ფოსტაში წაიყვანა. სასწრაფო დახმარება მალევე იქნა გამოძახებული, ეჭვმიტანილებს კი გაქცევა არც უცდიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ პირებმა აღნიშნული ადამიანის პენსიის მიღება ადრეც სცადეს, თუმცა ფოსტაში უთხრეს, რომ ამისთვის თავად პენსიის მიმღების გამოცხადება იყო საჭირო.
ქალაქ კარლოუს მერის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ვინმე მსგავს რამეს ჩაიდენდა.
მომხდარს პოლიცია იძიებს.