28 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
მამაკაცმა, რომელიც აშშ-ის კონგრესის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა, ბრალი აღიარა - მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება

მამაკაცი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისა და პალატის წევრ ალექსანდრია ოკასიო-კორტესს მოკვლით დაემუქრა, თავს დამნაშავედ აღიარებს.

60 წლის ფლორიდელ პოლ ჰოფერს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც სასამართლო დოკუმენტებით ირკვევა, მამაკაცი ნენსი პელოსის ოფისში განხორციელებული მუქარის შემცველი ზარით პელოსის გადადგომას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავში ესროდა.

მამაკაცის აღიარებით დოკუმენტებში მისი მოტივი ნახსენები არ არის.

დღის ამბები