28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
პროტესტი ზემო ფონიჭალაში - მოსახლეობის ნაწილმა გზის გადაკეტვა სცადა

ზემო ფონიჭალაში მოსახლეობის ნაწილმა გზის გადაკეტვა სცადა. მიზეზი ბუნებრივი აირის შეზღუდული წნევით მიწოდებაა. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, 3 დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი გრაფიკით და დაბალი წნევით მიეწოდებათ. ადგილზე კომპანია "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ შეფერხება ერთ-ერთ უბანზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.

კომპანიის განმარტეით, ზემო ფონიჭალის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.

"აღნიშნული პრობლემა იყო ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვეული, პრობლემა აღმოფხვრილია, მიმდინარეობს გაზმომარაგების აღდგენითი სამუშაოები, ეტაპობრივად მიეწოდება მოსახლეობას გაზი,“ - ამბობს თბილისი ენერჯის წარმომადგენელი, ზაზა პირველაშვილი. 

დღის ამბები