28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტმა 24 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელესკიმ სანქციების სიაში 24 რუსული კომპანია შეიყვანა.

აღნიშნული კომპანიები დაკავშირებული არიან ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის სარკინიგზო მონაკვეთის უკანონო მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან, ანექსირებული ყირიმსა და რუსეთს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზებასა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებასთან.

სანქციების სიაში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი "იური ჩაიკაც" მოხვდა. შეზღუდვები დაწესებულია ხუთწლიანი ვადით, რაც უკრაინაში აქტივების ბლოკირებას და ფინანსური ტრანზაქციების შეჩერებას ითვალისწინებს.

დღის ამბები