28 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
საქართველოს კურორტები უცხოელი ინფლუენსერების ობიექტივში - ტურიზმის პოპულარიზაცია გრძელდება

საქართველოს კურორტები უცხოელი ინფლუენსერების ობიექტივში. ყაზბეგი, გუდაური, ბაკურიანი, ბორჯომი. ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის 15 ცნობილი ვიდეო ბლოგერი ქართულ კულტურას და ისტორიას გაეცნობა.

მიღებულ შთაბეჭდილებებს და გადაღებულ კადრებს კი მოგვიანებით მილიონობით მაყურებელს გაუზიარებენ.

საქართველოს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით გამზადებული ვიდეოსერიები სამოგზაურო პლატფორმა steller-ზე განთავსდება. მანამდე კი კანადელი, ამერიკელი და ირლანდიელი მოგზაურები სამთო კურორტებით დატკბებიან.

დღის ამბები