28 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
შეწყდება თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფიცულები

შეწყდება თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი - 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფიცულები. მხარეებმა ის კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგა.

"ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ დიალოგი იყო კონსტრუქციული. ჩვენ საკმაოდ კარგი საუბარი გვქონდა საინიციატივო ჯგუფთან. ძალიან კონკრეტული საკითხები განვიხილეთ და ახლა უკვე საინიციატივო ჯგუფი დღევანდელი ჩვენი შეხვედრის შინაარსს დასაქმებულებს გააცნობს,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.

სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზარდა. მათი შრომის ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში გაგრძელდება.

დღის ამბები