რუსეთის დუმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების წინადადებას განიხილავს. ამის შესახებ დუმის სპიკერმა, "ვიაჩესლავ ვოლოდინმა" განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატთა ჯგუფმა, სახელმწიფო დუმაში წარადგინეს ქვედა პალატის დადგენილების პროექტი, რომელშიც პარლამენტარები ოფიციალურად მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს, თხოვნით, რომ აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
საკითხზე კონსულტაციები მომდევნო კვირაში გაიმართება.