რუსეთი, უკრაინასთან დაკავშირებით პირობებს გვკარნახობს, ჩინეთი ტაივანთან დაკავშირებით, კიმ ჩენ ინი რაკეტებს უშვებს, ხოლო ირანი იმას აკეთებს, რაც უნდა - ჩვენს ქვეყანას არაკომპეტენტურად მართავენ, - ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა.
შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობით უამრავ ადამიანი კმაყოფილი დარჩება.