28 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეხვედრას მართავენ - რას ითხოვენ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურში შეხვედრას მართავენ.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან, რუსთავიდან გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ვიდეოკადრების სრულ მასალის გამოთხოვას მოითხოვენ. ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები დამონტაჟებულია.

"რაც ვნახეთ, ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ დამონტაჟებული კადრები, რომელიც რეალობას სრულად არ ასახავს, თუმცა რაც ვნახეთ, იქიდანაც იკვეთება არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. დანარჩენ კადრებს რომ ვნახავთ, შეიძლება წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მასალა ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია. 

დღის ამბები