28 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ბენედიქტე XVI-მ იცოდა მისი ეპარქიის მღვდლების პედოფილიური ქმედებების შესახებ, თუმცა არაფერი მოუმოქმედებია - რა წერია გამოძიების ანგარიშში

"რომის ყოფილმა პაპმა, ბენედიქტე XVI-მ იცოდა მისი ეპარქიის მღვდლების პედოფილიური ქმედებების შესახებ, თუმცა არაფერი მოუმოქმედებია" - კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით, გერმანული იურიდიული კომპანიის მიერ ჩატარებული გამოძიების ანგარიშზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საუბარია 1977-1982 წლებში სექსუალური ძალადობის სულ მცირე 4 შემთხვევაზე, რა დროსაც ის მიუნხენის არქიეპისკოპოსი იყო. ყოფილი პაპის ამბობს რომ, ბავშვების სექსუალური შევიწროვების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ბენედიქტე XVI ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც ძალადობის შემთხვევებს განიხილავდნენ.

დღის ამბები