28 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
21 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 21 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი, სადაც აბონენტებს ელექტრომომარაგება შუწყდებათ:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კალანდაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, მუხის, კანდელაკის, მიქატაძის და საბაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები