28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ახალი ტრანსპორტი ინტეგრირებული ტარიფებით - განახლებულ სამარშრუტო ტაქსებს 23 ახალი სამგზავრო მიმართულებაც დაემატა

თბილისის მგზავრებს 400-ზე მეტი განახლებული და ევროპული სტანდარტის მიკროავტობუსები ემსახურება. ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან ყვითელ მიკროავტობუსებს ახალი ტრანსპორტი მთლიანად ჩაანაცვლებს.

განახლებულ სამარშრუტო ტაქსებს 23 ახალი სამგზავრო მიმართულებაც დაემატა. ასევე მომავალი თვიდან თბილისში გადაადგილება ინტეგრირებული ტარიფებით იქნება შესაძლებელი. რაც ნიშნავს, რომ თუ მგზავრი შეიძენს მეტროს ერთჯერად ბილეთს ან აქვს სამგზავრო აბონემენტი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით შემდგომი გადაადგილება 90 წუთის განმავლობაში უფასო იქნება.

დღის ამბები