28 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
"ამნისტიის შესახებ" კანონში ცვლილებები მზადაა და განხილვა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება - ვის შეეხება და ვის არა ამნისტიის აქტი

"ამნისტიის შესახებ" კანონში ცვლილებები მზად არის და საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიის გახსნისას დაიწყება.

ამნისტიის აქტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება მათ, ვინც მსჯავრდებული ან ბრალდებული  პანდემიის პერიოდში იყო. შეღავათი კი სასჯელის მოხდის ვადის განსხვავებულად დაანგარიშებას გულისხმობს.

ამნისტიის აქტი შეეხება ყველას, თუმცა გარკვეული გამონაკლისებით. პროექტზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ შეღავათები არ გავრცელდება სამოხელეო დანაშაულზე და ასევე მათზე, ვინც არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

დღის ამბები