28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
წალენჯიხა მეორე მუნიციპალიტეტია, სადაც გახარიას პარტია საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იბარებს - ვისი ხმები აღმოჩნდა ექსპრემიერის პარტიისთვის გადამწყვეტი

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის მე-6 მცდელობამ გაამართლა.

თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი გახდა, რომელსაც საკრებულოში მხოლოდ 3 მანდატი აქვს.

წალენჯიხა ჩხოროწყუს შემდეგ მეორე მუნიციპალიტეტი ხდება, სადაც საკრებულოს ოპოზიცია მართავს.

კორნელი სალია პოსტს "ნაციონალური მოძრაობის" დახმარებით იბარებს.

მომხდარ ფაქტს უკვე მიესალმა ციხიდან მიხეილ სააკაშვილი. "ქართული ოცნებისთვის" ეს მისი ყოფილი პრემიერის და "ნაციონალური მოძრაობის" დადასტურებული ალიანსია.

გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ ამ ნაბიჯით საკრებულო პარალიზებას გადაარჩინეს.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის რიგში ახლა სამეგრელოს კიდევ ორი მუნიციპალიტეტია.

 

დღის ამბები