უამინდობის გამო ჩეხეთში ერთმანეთს 22 მსუბუქი და 14 სატვირთო მანქანა შეეჯახა. მასშტაბური ავარიის შედეგად, რომელიც პრაღიდან 33 კმ-ში ავტომაგისტრალზე მოხდა, დაშავდა 6 ადამიანი, ისინი შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს.
აღნიშნული მაგისტრალი წარმოადგენს ორიდან ერთ-ერთ მარშრუტს, რომელიც ჩეხეთს გერმანიასთან აკავშირებს. ის რამდენიმე საათი კვლავ ჩაკეტილი დარჩება.