28 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და სოციალურ აგენტებს ხელფასები უკვე მოემატათ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სოცაგენტების თემაზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და სოციალურ აგენტებს ხელფასები უკვე მოემატათ. 

"სამინისტროს მიზანია დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური და შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც ჩვენს ბენეფიციარებს მიეწოდებათ, იყოს ხარისხიანი. ამ მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.  

დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და სოციალურ აგენტებს ხელფასები უკვე მოემატათ. 

ეს არის გაუმჯობესებული პირობებისკენ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.  მზად ვართ, ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს  პირობები და ჩვენი სერვისები უფრო მეტად დაიხვეწოს. 

შევთანხმდით, რომ ხვალ 12:00 საათზე შევიკრიბებით საინიციატივო ჯგუფთან ერთად და თანამშრომლობის და დიალოგის რეჟიმში ვისაუბრეთ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლოდ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

დღის ამბები