ტონგაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 84 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა, რაც მოსახლეობის 80%-ია. მანამდე ტონგას ცუნამმა გადაუარა, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
სტიქიის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და შენობები. ტონგას, სახელმწიფოების ნაწილმა დახმარება გაუგზავნეს.