28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
თოვლი, ყინვა, ნისლი, ქარბუქი და შტორმი - როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.

ქალაქების მიხედვით 20 იანვრის ამინდის პროგნოზი კი ასეთია: 

გაგრა +2 -  თოვლი

სოხუმი +4- თოვლი

ზუგდიდი +2 - თოვლი

მესტია -7  - თოვლი

ფოთი +4 - წვიმა

ბათუმი +4 - წვიმა

ოზურგეთი +2 - თოვლი

ქუთაისი +1  - თოვლი

ამბროლაური -1 - თოვლი 

ახალციხე  -3 - თოვლი

ბორჯომი -7 - თოვლი

ბაკურიანი -9 - თოვლი

გორი -1 - მოღრუბლული 

ცხინვალი -3 - უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა -8 - თოვლი

გუდაური  -12 - უმეტესად ღრუბლიანი

თელავი +2 - თოვლი

რუსთავი +5 - უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +3 - მოღრუბლული 

დღის ამბები