28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
პეტრო პოროშენკოს არ დააპატიმრებენ - რა აუკრძალა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს

კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა წინასწარ პატიმრობას ერთი მილიარდი გრივნის გირაოს გადახდის ოდენობით და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადი თავდებობით გაათავისუფლა. თუმცა სასამართლომ პეტრო პოროშენკოს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს. ამას გარდა, ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა ჩააბაროს თავისი პასპორტი.

გარდა ამისა, პოროშენკოს ეკრძალება კიევის ოლქის დატოვება გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის ნებართვის გარეშე. 

დღის ამბები