28 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ვულოცავ საქართველოს მდინარე იორდანეს ნაპირზე მიწის გადმოცემას, დაბრუნება წმინდა მიწაზე ისტორიული მოვლენაა - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, საქართველოს ნათლისღების დღესასწაულს და მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემას ულოცავს.

"ვულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაულს და მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემას.

საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენს ქვეყანას უკვე 300 წელია არ ჰქონია საკუთრება ამ მიწაზე.

მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მიმდინარე ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საქართველოს საელჩოს, იორდანიის მხარეს, მეფე აბდულას და პრინც ღაზ ბენ მუჰამედს და ჩემს კოლეგას - აიმან ალ საფადის, მათ ამ გადაწყვეტილებით აჩვენეს ორი ქვეყნის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითი. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და უშუალო ჩართულობისთვის. 

საქართველოს საელჩო ამ საკითხზე 2012 წლიდან, იორდანიაში საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დღიდან მუშაობს. 4000 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე აშენდება კულტურული ცენტრი, რაც არის მართლაც სიმბოლური ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ისტორიულად, სახელმწიფოებრივი აღზევების ყველა ეტაპზე, როგორც ქრისტიანული სამყაროს კარიბჭეს, ყოველთვის ჰქონდა მისი საპატიო ადგილი წმინდა მიწაზე,"- აღნიშნავს დავით ზალკალიანი. 

 

 

 

 

დღის ამბები