28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იორდანესთან საქართველოს უკვე გადმოეცა - პრემიერმა იორდანიის მეფესა და პრინცს მადლობა გადაუხადა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს, იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა.

"საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის მეფესა და მის უმაღლესობა პრინც ღაზის   ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის უდიდესი მოვლენა, როდესაც 300 წლის შემდეგ, საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება.

მიწის მდებარეობისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა მიაწოდა. ელჩის თქმით, მდინარე იორდანესთან ახლომდებარე 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი უახლოეს პერიოდში დასრულდება," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები