400-ზე მეტი მსმენელი ბარსელონის ისტორიულ თეატრში ქართველი პიანისტის მოსასმენად შეიკრიბა.
სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა, თუმცა ქართველი ვირტუოზის გასტროლები ამით არ სრულდება, 2 წლიანი ტურნე უკვე გაწერილია.
კატალონიის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ესპანეთის სხვადასხვა მხარეს ესტუმრება.