მსოფლიოს შეშფოთებას კვლავ ახალი შტამი იწვევს. პოლონეთში, რომელიც მეხუთე ტალღას უახლოვდება, ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობის პიკი თებერვლის შუა რიცხვებში იქნება.
ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, საბერძნეთი 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირებისთვის ჯარიმებს აწესებს. ის, ვინც აცრაზე უარს იტყვის, დაჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, საბერძნეთში აცრა სავალდებულოა. ჯარიმებიდან მიღებულ თანხას ხელისუფლება სამედიცინო დაწესებულებებს მოახმარს.
ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ახალი რეგულაციებია გაერთიანებულ სამეფოში. ბუსტერ დოზით აცრის შესაძლებლობა იქ უკვე 12 დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მოზარდებს აქვთ. ვაქცინის მესამე დოზის მიღება ნებადართული გახდა 16 და 17 წლის ასაკის მოზარდებისაც.
5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა დაიწყო ახალ ზელანდიაში. სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი "ფაიზერის" 120 ათასი დოზა, ქვეყნის მასშტაბით აცრის ასობით პუნქტში გადანაწილდება.
რეგულაციების გამკაცრების საკითხს განიხილავენ იაპონიის 11 პრეფექტურაში. ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება. ინფიცირების სწრაფად გავრცელების გამო, ქვეყანა ვირუსის მეექვსე ტალღის ზღვარზეა.