28 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო სოცმუშაკების მიმართ - კარლ ჰარცელი

"მადლობა ზრუნვისთვის" - ამ სახელწოდებით World Vision საქართველოს ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა.

პროექტის მთავარი მიზანი ფართო საზოგადოებისთვის სოციალური მუშაკებისა და მიმღები მშობლების წვლილის ჩვენებაა. World Vision-ის ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.

ჰარცელმა განმარტა, თუ რამდენად დიდია სოციალური მუშაკების წვლილი მოწყვლადი ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ღონისძიებაა. ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო სოცმუშაკების მიმართ და ასევე, მშობლების მიმართ,"-აცხადებს ჰარცელი

დღის ამბები