28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
რამდენად კონსტიტუციურია მოსამართლის გადაწყვეტილება - ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმეზე ფრაქცია "ლელო" იურისტებთან ერთად მსჯელობს

საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმეზე მსჯელობს. შეხვედრის მონაწილეები იურისტებთან ერთად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენის აფასებენ და არკვევენ რამდენად კონსტიტუციურია მოსამართლის გადაწყვეტილება.

პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება კვალიფიციურმა ადვოკატებმა უნდა შეაფასონ. 

"კვალიფიციურმა იურისტებმა უნდა მისცენ შეფასება იმ უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლემ მიიღო,"- აცხადებს ჯაფარიძე. 

სასამართლოს გადაწყვეტილება კი უსაფუძვლო არ არის მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული ნამდვილად არ არის.  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის  განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. 

"სასამართლომ მიიჩნია არცთუისე უსაფუძვლოდ, რომ ეს საქმე ასე ყოფილიყო. საქმე გვაქვს კონკრეტულ დანაშაულთან. ის, რომ მართლსაწინააღმდეგო იყო ქმედება, რომელიც სადაო იყო ეს დიდ ეჭვებს არ ბადებდა,"- აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები