28 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს - მე-3 პრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება სააკშვილის ინტერესების დამცველებმა გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს, საქმე ეხება გლდანის #18 დაწესებულებაში პატიმრის შესახლების დროს განვითარებულ მოვლენებს. 

"ჩვენ აქ ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ, იმისათვის რომ შევიტანოთ მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ  სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე. სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეო მასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებულ სააკაშვილის თანხმობა არსებობს," - ამბობს ნიკა გვარამია. 

დღის ამბები