28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
საქართველოს ენერგეტიკის ბირჟამ USAID-თან ურთიერთშეთნხმების დოკუმენტი გააფორმა

საქართველოს ენერგეტიკის ბირჟამ USAID-თან ურთიერთშეთნხმების დოკუმენტი გააფორმა, რომლის მიზანიც საქართველოს ენერგო სისტემის გაუმჯობესებაა.

დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა ხელი. ნათია თურნავამ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოში კონკურენტუნარიან ვაჭრობას. 

"ჩვენ დღეს გვქონდა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია, რაც თავისთავად არის სიმბოლო ერთი ეტაპის დასრულების. კერძოდ ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ დავაფუძნეთ და ეხლა მოქმედებს სატესტო რეჟიმში. მას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით შეემატება კიდევ ერთი პლატფორმა. ეს არის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმა და ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ჩვენ როდესაც გადაწყდება და მეტად მიზანშეწონილი მომენტი იქნება, სრულად გადავიდეთ ამ საბირჟო ვაჭრობაზე,"- ამბობს ნათია თურნავა. 

დღის ამბები