საუდის არაბეთს დაქვემდებარებული კოალიციის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს, იემენში 14 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ იემენის შიიტმა ჰუსიტებმა, სარაკეტო იერიში განახორციელეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობის გადამტან ავტომობილებზე, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმის შედეგად შექმნილმა ნავთობის მიწოდების შეფერხების საფრთხემ, ბრენტის მარკის ნავთობის გაძვირებაც გამოიწვია, 1 ბარელი ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად 88 დოლარს მიაღწია.