ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება დაიწყო. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის განცხადებით, იარაღის მიწოდების მიზანი უკრაინის თავდაცვაში დახმარებაა.
ბენ უოლესი ამბობს, რომ საბრძოლო ინვენტარი განკუთვნილი არ არის თავდასხმისთვის, შესაბამისად ის რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა უკრაინის საკითხზე რუს კოლეგასთან დისკუსიისთვის მზადყოფნაც გამოთქვა.
კანადიდან სპეცდანიშნულების მცირე ჯგუფის უკრაინაში გაგზავნის შესახებ იუწყება კანადური მედიაც. დასავლეთი მოსკოვს, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მძიმე შედეგებზე კიდევ ერთხელ აფრთხილებს.