28 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
გლდანი, საბურთალო და ვაკის რაიონი - ნახეთ რომელ ქუჩებს შეუწყდება 18 იანვარს ელექტროენერგია

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს  18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უბნების ჩამონათვალი:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ლიბანის, ზარზმის, გაგრის და ალეკო გობრონიძის   ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის ხევის, წყნეთის, ყიფშიძის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, გაბაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

 

დღის ამბები