28 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
სანდრო გეგეჭკორი ესპანელი მსმენელის წინაშე ბარსელონაში, ტეატრო რომეას სცენაზე დაუკრავს

ქართველი პიანისტის კატალონიური ბენეფისი.

სანდრო გეგეჭკორი ესპანელი მსმენელის წინაშე ბარსელონაში, ტეატრო რომეას სცენაზე დაუკრავს.

თეატრში, რომლის ისტორიაც 1860 წლიდან იღებს სათავეს, ქართველი ვირტუოზის მოსასმენად ყველა ბილეთი გაყიდულია.

კატალონიის გარდა, ქართველი პიანისტი ესპანეთის სხვადასხვა მხარესაც ეწვევა, მის ტურნეს კი ჯორჯიან მანგანეზი უზრუნველყოფს.

სანდრო გეგეჭკორს, 2021 წელის ივლისში, ესპანეთში მუსიკალური ვოიაჟი მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებამ მოუტანა.  მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანესი კონკურსის პრიზიორობა ფულადი ჯილდოს გარდა, სხვადასხვა ქალაქებში პიანისტის საკონცერტო ტურნეებსაც გულისხმობს.

ბარსელონაში, ტეატრო რომეას ბილეთები კონცერტის დაანონსებიდან რამდენიმე დღეში სრულად გაიყიდა.

დიდ ინტერესს ქართველი ახალგაზრდა ვირტუოზის მიმართ "მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის" ლაურეატობა ამძაფრებს.

ჯორჯიან მანგანეზის პატრონაჟითა და ფინანსური მხარდაჭერით, სანდრო გეგეჭკორი დღეს თავის პირველ სოლო კონცერტს გამართავს და მისი კარიერის მნიშვნელოვან სტარტს აიღებს.

დღის ამბები