28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
სემეკთან აქცია დაკავებით დასრულდა - "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას აპროტესტებდა

დაკავებებით დასრულდა აქცია "სემეკთან".

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეებს დავით ნარმანიასთან შეხვედრა სურდათ, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური მოჰყვა.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ ტარიფი არ გაზრდილა და ბოლო დადგენილება, რომლის შედეგადაც ფასებმა მოიმატა, 2020 წლის ბოლოს იყო.

"ტარიფები არ გაზრდილა. ელექტროენერგიის ტარიფები 2020 წლის ბოლოს დადგინდა და მაშინ მოხდა მოსახლეობისთვის ტარიფის 3,50 თეთრით გაზრდა, პლუს ეს პროგრამა არ ამოწურულა, კიდევ უფრო განახლებული პროგრამით გააგრძელა მთავრობამ,"- განმარტავს გიორგი ნარმანია.

პოლიციამ გიორგი წულაია და დიმა ბიძინაშვილი დააკავა.

დღის ამბები