28 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
წამლის იმპორტიორებს და რეცეპტის გამომწერებს შორის არსებობს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები - რა გამოსავალზე საუბრობს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საქართველოში მედიკამენტების ფასები მაღალია. ირაკლი ლექვინაძის თქმით, უწყებამ მოამზადა რეკომენდაციები და მიაჩნია, რომ ამ რეკომენდაციების განხორციელება მნიშვნელოვნად შეცვლის წამლის ბაზარზე არსებულ სიტუაციას.

"ჩვენ წარმოვადგინეთ 13 რეკომენდაცია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება და დანერგვა საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვნად შეცვლის იმ დანახარჯებს, რომლებიც მოქალაქეებს მედიკამენტების შეძენაზე გააჩნიათ. დღეს ეს დანახარჯი საკმაოდ მაღალია, რასაც განაპირობებს ჭარბი მოხმარება და მითითება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე. ჩვენ მთავარი შეფასების მიხედვით დღეს ხშირ შემთხვევაში გარკვეულ მცირე იმპორტიორ კომპანიებს და რეცეპტის გამომწერ სუბიექტებს შორის არსებობს გარკვეული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები, როდესაც ხდება მიზანმიმართულად რეცეპტის დონეზე სავაჭრო დასახელებების მითითება და პაციენტისთვის არ ხდება არჩევანის შეთავაზება. იმისათვის რომ ეს ბაზარი გახდეს გამჭვირვალე და მოქალაქეს დანახარჯები შეუმცირდეს, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გაიმართოს ელექტრონული, ჯენერიკული რეცეპტის პრაქტიკა," - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო თურქეთის ბაზარს ხსნის. ქვეყანაში GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები შემოვა, რამაც მედიკამენტების ფასები უნდა გააიაფოს.

დღის ამბები