28 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
"აშშ რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მზაობას გამოთქვამს" - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს მთავრობის მრჩეველი

შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მზაობას გამოთქვამს - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მრჩეველი აცხადებს.

ჯეიკ სალივანის თქმით, თუ რუსეთს დიპლომატიის გზით გაგრძელება სურს, ამერიკა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზადაა ეს გააკეთოს. იგი აქვე აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი შეჭრის და ესკალაციის გზით წასვლას არჩევს, ძლიერი პასუხი შტატებს ამისთვისაც მზად აქვს.

ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაზე კიბერშეტევების განხორციელების შემთხვევაში შტატები მოკავშირეებთან ერთად შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

დღის ამბები