28 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება გაგრძელდება - პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიზნობრივ ჯგუფებს ელექტროენერგიის გადასახადი დაუსუბსიდირდებათ. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და  ნაკლები ქულის მოსახლეობას, რაც დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეადგენს. მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, რომელიც გრძელდებოდა ორი წელი. იანვარში სუბსიდირების პროგრამა შეწყდა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის ის ფენა, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები