28 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
17 იანვრიდან, საქართველოში ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ხვალიდან, 17 იანვრიდან იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.​

იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრება:

ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე. ამ შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 24 საათი. იზოლაციიდან გასვლის შემდეგ რეკომენდაცია იქნება 5 დღის განმავლობაში პირბადის ტარება;

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, პლუს, სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის გამოყენება.

იზოლაციის ვადები მცირდება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც:

ვაქცინირებულები (როგორც ორი დოზით, ისე ბუსტერით ვაქცინირებული პირებისთვის) აცრიდან 90 დღის განმავლობაში კონტაქტის შემთხვევაშიც კი არ საჭიროებენ კარანტინს.

კოვიდაგატანილი პირებისთვის, ინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე, კარანტინში ყოფნა აუცილებელია კონტაქტიდან 10 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც მკაცრი რეკომენდაციაა პირბადის ტარება.

რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს, ისინი კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში, მე-9, მე-12 დღის განმავლობაში კი აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგი საკითხების დაზუსტება პროტოკოლის შესაცვლელად.

დღის ამბები