28 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
ღვინის ქარხანა ლევან ხარანაულისა და ზეინაბ ბარნოვის გამოფენას მასპინძლობს

"ცალკე-სივრცე" ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ლევან ხარანაულის გამოფენას მასპინძლობს. ტილოების ნაწილი პანდემიის პერიოდშია შექმნილი, ნაწილი კი უფრო ძველია, მაგრამ ამ დრომდე არ გამოფენილა.

პარალელურად ახალ სივრცეში წარმოდგენილია ზეინაბ ბარნოვის პროექტი, რომელიც ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების დეტალების მოტივებზეა შექმნილი.

გამოფენილია ცნობილი ქართველი ეთნოლოგის, ნათელა ბალიაურის მიერ გასულ საუკუნეში შექმნილი კოსტიუმებიც. ხევსურეთი, რაჭა, თბილისი, სოხუმი და გალი - ზინკა ბარნოვის ფოტოგრაფია საქართველოს აერთიანებს.

დღის ამბები