მსოფლიოს მასშტაბით "ომიკრონი" უკვე დომინანტური შტამია. გავრცელების შესამცირებლად ზოგიერთ ქვეყანაში მე-4 დოზით აცრა დაუშვეს. ქვეყნების ნაწილი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების საკითხზეც მსჯელობს. ასი ათასს გადასცდა დღიური მაჩვენებელი იტალიაში, ესპანეთში, არგენტინასა და ბრაზილიაში. საფრანგეთში კი ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 330 ათასს მიუახლოვდა.
ვირუსის გავრცელების პიკია დანიაში, თუმცა ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობა რეკორდულად დაბალია. ექსპერტები ამას ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის აცრას უკავშირებენ.
ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, შეზღუდვების გამკაცრებას განაგრძობს ჩინეთი. ქალაქ ჟუჰაიში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების მხოლოდ 7 შემთხვევა გამოვლინდა, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა. შეზღუდვებია დაწესებული ბიზნესის სხვადასხვა სფეროსთვის. რეგულაციების გამკაცრების მიზეზი ახალი შტამის, ომიკრონის სწრაფად გავრცელებაა.
ავტორი: თიკო ცერცვაძე