28 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
NATO "ღია კარის" პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს - რა პასუხი ექნება რუსეთს და რაზე უნდა ესაუბროს დავით ზალკალიანი ნატოელ მოკავშირეებს

მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პროცესებისთვისაც, სწორედ მომდევნო კვირას უნდა გასცეს დასავლეთმა წერილობითი პასუხი მოსკოვის მოთხოვნებს, რომელზეც მანამდე, მოლაპარაკების 3 რაუნდი შედგა.

ორშაბათსვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ჩადის, ხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩებს.

მოლოდინი და წინასწარი პროგნოზები დასავლეთის პოზიციასთან დაკავშირებით ცალსახაა, გაკეთდა არაერთი მხარდამჭერი განცხადება მათ შორის უმაღლესი ტრიბუნებიდან, რომ რუსული მუქარების და ულტიმატუმების ფონზე, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება. რას იზამს მოსკოვი დღეს ეს მთავარ კითხვად რჩება,

ანალიტიკოსების მოსაზრებით რუსეთი არც ისეთი გულუბრყვილოა, წარმოუდგენელ მოთხოვნებზე დასავლეთის უარი რომ ვერ გაეთვალა და არც ისეთი ძლიერი, დამატებით სანქციებზეც რომ ადაპტირდეს. მოსკოვის გეგმა მათი თქმით მეტის მოთხოვნა იყო, რათა ბრიუსელისგან რაიმე მაინც მიეღო - თუმცა დააკმაყოფილებს თუ არა ასეთი სცენარი, კითხვა ღიად რჩება. რუსეთი მხოლოდ მაშინ მოიგებს, თუ დასავლეთი სისუსტეს გამოიჩენს - ფიქრობს ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი, ვიდრე მეორე მოსკოვს ნაწილობრივ მოგებულად უკვე თვლის, რადგან მან დასავლეთი საუბარზე დაითანხმა.

ვიდრე მხარეები შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრობენ, NATO და ვაშინგტონი რუსეთს დიალოგის გაგრძელებას სთავაზობენ. პასუხს ელის ზელენსკიც,რომელსაც სურს პუტინს ბაიდენის თანდასწრებით დაელაპარაკოს. მოსკოვი კი თავის მხრივ პროცესების გაჭიანურებას ეწინააღმდეგება და თავად ელის პასუხს იმ გრძელ მოთხოვნებზე, რომელიც მას სამეზობლოში NATO-ს სამხედრო ყოფნას აარიდებს.

დღის ამბები