შვედეთმა კუნძულ გოტლანდზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სკანდინავიის სრუტის გავლით ბალტიის ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები შევიდნენ. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრის ქუჩებში სამხედროები პატრულირებენ.