ინდოეთში მაკარ სან-კრანტის ფესტივალი აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით ასობით ათასი მორწმუნე მდინარე განგის ნაპირებზე შეიკრიბა და განბანვის რიტუალში მიიღო მონაწილეობა. ინდოელების რწმენით, მდინარის ცივი წყალი ადამიანებს ცოდვებისგან წმენდს.