28 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ ევროპის გარეშე, NATO-ზე - NATO-ს გარეშე და საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და აშშ-ის საელჩოს მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდის საუბრის შემდეგ, განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის.

"რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის, ახლა, რუსეთი ცდილობს ძალისმიერი მუქარით შეცვალოს სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. თუ ახლა კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად, რაც თავად რუსეთმა შექმნა.

რუსული რიტორიკა ვერ გადაფარავს იმას, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყნებში, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებში და ახლა მისი ჯარები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე. მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა ახლაც და ადრეც, ევროპა კვლავ ერთიანია. ამ კვირის მაღალი დიპლომატიის თანმიმდევრულად ჩვენი შემდგომი მოქმედებისას ვიხელმძღვანელებთ უმთავრესი პრინციპებით,კერძოდ: გადაწყვეტილებების მიღება ნატოს წევრობასთან დაკავშირებით თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასა და ნატოს 30 მოკავშირეზეა დამოკიდებული. ვერავის სხვას ვერ ექნება ხმის ან ვეტოს უფლება. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე, ნატოზე - ნატოს გარეშე, და საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე. ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები. საქართველო ნატოსა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ კრიზისზე პასუხის გასაცემად, ვაგრძელებთ რა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობას.ყველა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა უარყოს პრეზიდენტ პუტინის მცდელობა ჩაანაცვლოს ფუნდამენტური პრინციპები საბჭოთა მსგავსი დომინირებით, ჩაგვრითა და კონტროლით,"- განაცხადა კელი დეგნანმა

 

დღის ამბები